top of page
318362072_573392377962242_7332430055041814838_n.png

აღმოაჩინე ენგურის კაშხალი

პირველი ევროპული მარშრუტი საქართველოში

ჩვენ შესახებ

„ენგური ატრაქცია“ გახლავთ სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემდგომში მისი მართვაა.

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ქალაქ ჯვარიდან შავ ზღვამდე.

 

მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.

Enguri dam location

ენგურის კაშხალი
 

ქუთაისი

kutaisi airport
batumi airport

ბათუმი

თბილისი

tbilisi airport
Georgian airports location

ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.

 

2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.

 

2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.

Enguri dam location

ენგურის თაღოვანი კაშხალი მდებარეობს:

           თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 414 კმ

               ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან -  180 კმ

               ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან -125 კმ

lines
318296412_2270732333102196_5111632153096544117_n.png
lines

სერვისები

DJI_0300.JPG

საფეხმავლო ტური 

საფეხმავლო ტურით სარგებლობისას ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ მოინახულონ გადასახედი მოედანი და ისიამოვნონ ენგურჰესის კაშხლის საინტერესო ხედებით, ასევე მიიღონ ინფორმაცია კაშხლის მშენებლობის შესახებ, მსოფლიოში არსებული სხვა კაშხლების შესახებ და ასე შემდეგ

Enguri dam - the short tour

მოკლე ტური

მოკლე ტური ვიზიტორებს სთავაზობს შედარებით მოკლე დროში (დააახლობით 30 წუთი) უშუალოდ კაშხლიდან შთამბეჭდავი ხედების დათვალიერებას , წყლის ცირკულირების პრინციპების გაცნობას, ასევე წყალმიმღები შენობის დათვალიერებას.

1.jpg

სრული ტური

ტური რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდება, სტუმრებს სთავაზობს დაუვიწყარ მოგზაურობას ენგურის კაშხლის ყველა ძირითადი საინჟინრო კვანძის მოსანახულებლად, რაც მოიცავს უშუალოდ კაშხალზე გაჩერებას, 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბის დათვალიერებას, პერიმეტრალური გვირაბისა და კაშხლის ფარების განყოფილების მონახულებას. 

ministry of economy and sustainable development of Georgia
LOGO - VREX - with white text W.png
Engurhesi
erih
FB_IMG_1719049747683 W.png
fe-room W.png
LOGO Black W.png
Georgian tourism administration
batumi botanical garden
sandro mrevlishvili theatre

პარტნიორები

bottom of page